02:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 12:37:28, 923 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ISIS სირიასა და ერაყში ქიმიურ იარაღს იყენებს

ISIS სირიასა და ერაყში ქიმიურ იარაღს იყენებს, - აღნიშნულ ინფრომაციას "ბიბისი" აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ბრენანის განაცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბრენანი თავის განცხადებაში ამბობს, ტერორისტულ დაჯგუფებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქიმიური იარაღი აწარმოოს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბრძოლის ველზე ქიმიური იარაღი გამოიყენა", - განაცხადა ბრენანმა.

როგორც ჯონ ბრენანმა აღნიშნა, ისლამისტებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებში ქიმიური იარაღის ექსპორტიც სცადონ, რაც მათ შესაძლებლობებს არ აღემატება.

"ამიტომაც მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო ხაზების და კონტრაბანდის გზების პრევენცია, რომელსაც ისინი იყენებენ", - განმარტა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics