13:47 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 10:50:56, 385 ნახვა

რეგიონი
ქედის მერმა მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

დღეს, მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, რომან დავითაძესთან და ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, ავთო ჩხიკვაძესთან ერთად, მეძიბნის მეჩეთში მუსლიმ მრევლს შეხვდა, დღესასწაული მიულოცა და რწმენის სიმტკიცე, სიკეთე და მშვიდობა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა ქედაში ყველა მოქმედ მეჩეთში აღევლინა, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რამადან ბაირამი სამი დღე გრძელდება, ამ დროს მუსლიმები ლოცვას აღავლენენ, საფლავებზე გადიან და მოწყალებას გასცემენ.

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაულს!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics