13:48 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 17:45:58, 349 ნახვა

რეგიონი
შუახევში, 9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან - მირიან აბაშიძესთან, გურამ ზოიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი დავითაძესთან ერთად გაეცნო.

"საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებს მოიცავს. რესტავრაცია ჩაუტარდება 9 აპრილის მემორიალს. მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, ფერდსამაგრი კედლები, საშხაპე კაბინა, სველი წერილი, გარე განათება და ბილიკები. ასევე დაიდგმება დეკორატიული სკამები. 

სივრცე გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის.

პროექტი ორწლიანია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება და ჯამში 283 628 ლარამდე დაიხარჯება",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics