2015-02-10 14:56:17, 306 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული პოლიციელის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
ცნობისთვის, გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან