14:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 19:36:53, 362 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილი ციბენკოს შეხვდა . 

როგორც "ექსპრესნიუსს" დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უკრაინის 436 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან 42 პირის საქმის წარმოება პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო 35 პირის საქმე გამოუცხადებლობის გამო შეწყდა.
სამინისტროს ცნობით, ამჟამად, სამინისტრო განიხილავს 359 პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს. მათგან 207 პირი ეთნიკურად უკრაინელია, 32 - ეთნიკურად რუსი, 23 პირი სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისაა, ხოლო 97 - ეთნიკურად ქართველია.
მინისტრმა ელჩს განუმარტა, რომ ეთნიკური ქართველების უმრავლესობა საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს წარმოადგენენ და აქვთ ნათესაური კავშირი საქართველოს მოქალაქეებთან, რაც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძველია.
მინისტრმა  აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ერთიანი მიდგომა და უკრაინის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უმოკლეს ვადებში მიიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics