14:30 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 13:04:57, 1296 ნახვა

კომენტარი
ბრეგაძე - საქართველოში არსებობს სამართლებრივი წესრიგი, ეს არის სუვერენული სახელმწიფო და არა „ნაციონალური მოძრაობის" ორღობე

 საქართველოში არსებობს სამართლებრივი წესრიგი, ეს არის სუვერენული სახელმწიფო და არა „ნაციონალური მოძრაობის" ორღობე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის თემაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სააკაშვილს არ აძლევენ მკურნალობის უფლებას, რაც ძალიან დიდი ტყუილია. 

„ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ ელემენტარულ მოთხოვნებს; წარმოადგინონ ექიმთა სია, რომლებსაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი მსჯელობა. ბუნებრივია, შეიძლება ადამიანები შევიდნენ შეცდომაში, როდესაც მიზანმიმართულად მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას არ აძლევენ მკურნალობის უფლებას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. დღემდე ჩვენ არ გვაქვს ამ ექიმების სია და, შესაბამისად, ამ საკითხზე ვერც ვიმსჯელებთ. სხვა რა არის ამ კამპანიის მიზანი, თუ არა ის, რომ, უბრალოდ, არსებობდეს ილუზორულ წარმოსახვაში ექიმების შეშვების მოთხოვნა, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებდე. ეს არის სიმართლე ამ საკითხის შესახებ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics