2015-02-06 17:18:52, 559 ნახვა
სამართალი
თელავში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაურში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა.
მომხდარი ფაქტი „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
ადგილობრივების განცხადებით, ბავშვი ეზოში თამაშის დროს წაიქცა და თავი ქვას დაარტყა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან