2015-02-05 19:45:56, 602 ნახვა
საზოგადოება
8 ახალ საბავშვო ბაღში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება
თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა რვა საბავშვო ბაგა-ბაღში ახალ დამატებით ჯგუფებს გახსნიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დამატებითი ჯგუფების შექმნის შედეგად, 265 ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.
დამატებითი ჯგუფების გახსნა იგეგმება დიდი დიღმის 198-ე, მუხიანის 173-ე, 153-ე, 184-ე, ვარკეთილის 160-ე, ვაკის 137-ე, თემქის 60-ე და დიღმის მასივის სმენადაქვეითებულთა ბაღებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან