23:11 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 12:09:30, 471 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილმა აშშ-ში CSIS-ს მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, (CSIS) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯონ ჰემრე მასპინძლობდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას  ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ უკანასკნელ პერიოდში მიღწეული პროგრესი გააცნო. 

თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე.

ღონისძიებას ვაშინგტონში არსებული წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics