23:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 16:49:47, 394 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ერთმანეთზე აზრი გამოთქვას, ჩვენც ხშირად ვისმენთ კრიტიკას და გაგებით ვეკიდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილებას გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გახდეს შეშფოთების საგანი ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მეორის გაკრიტიკება.
პრემიერის შეფასებით, ეს არის  არასამთავრობოებს შორის ჯანსარი დისკუსიაა და დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.
„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება და თავისუფლება, ერთმანეთზე გამოთქვას აზრი. მთავრობის წევრები ხშირად ვისმენთ კრიტიკას, ყოველთვის გაგებით ვეკიდებით და ეს არის ნორმალური პროცესი. ჩვენ უზრუნველვყავით სრული დემოკრატია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტყვის თავისუფლება გარანტირებულად დაცული იყოს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics