2020-10-31 09:09:25, 528 ნახვა
აშშ-ის მისია ნატო-ში - მოვუწოდებთ საქართველოს ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ში აშშ-ის მისია ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დემოკრატიული ღირებულებები არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობის საფუძველი.
„საქართველოში ამ შაბათ-კვირას არჩევნები იმართება, ჩვენ მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.
დემოკრატიული ღირებულებები არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობის საფუძველი", - აღნიშნულია ნატო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან