12:22 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 14:44:43, 11483 ნახვა

ომი უკრაინაში
ციხელაშვილი - იმის შეფასება, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსთან დაკავშირებით, რთულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას იღებენ, თუმცა რეალური სურათის შეფასება რთულია.

მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნების წინა პერიოდის დროს ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, ამიტომ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი ყოველდღიურად, არის გარკვეული ინფორმაცია, თუმცა თვითონ დიაგნოსტიკის საშალებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აფხაზეთშიც არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურადრა სურათია იქ ამის შეფასება რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია იქიდან გამომდინარე რომ ფსოუდან, საქართველოს იმ მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დრეების განმავლობაში. ახლა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ არჩევნების წინა კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა თავყრილობებსა და გაუკონტოროლებელ შემოდინებას. რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსახლეობამ დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და საქართველოს ხელისუფლების ჯანდავის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იმიტომ, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა რონისძიება განვახორციელოთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოხდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშივლმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics