20:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-23 16:44:09, 1832 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა. ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აერთიანებს პროდუქტიულობის, ფასების სტაბილურობისა და ინვესტიციების ინდიკატორებს. ინდექსი კომპლექსურად აფასებს სექტორის მდგომარეობას - როგორ იცვლება სექტორი დროში და რა მიმართულებით ვითარდება. ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის მიერ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს.
გალტ & თაგარტის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება და 2025 წელს მისი მოცულობა 21.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. კვლევის ფარგლებში დეტალურად იყო განხილული ხორცის, რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის ბაზრები.
კონფერენციაზე ასევე განიხილეს სექტორის ძირითადი გამოწვევები, როგორიცაა ცოდნის და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამავდროულად, განხილული იყო დარგში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების როლი და მათი პოტენციური გავლენა სექტორის განვითარებაზე. კვლევა მიუთითებს, რომ სექტორის შემდგომი განვითარება პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესის უფრო აქტიურ ჩართულობასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას უკავშირდება.
გაეცანით კვლევას სრულად აქ: https://galtandtaggart.com/report/agriculture-in-georgia-2/

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics