18:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 18:34:07, 4845 ნახვა

სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი გამოიკითხა - პროკურორი

პროკურორის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა.

პროკურორის თქმით, ჩატარდა ჩხრეკა მალანიას საცხოვრებელ სახლში, ამოღებულია მისი მობილური და დანიშნულია საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

"მალანია გამოკითხულია, საკმაოდ კრიტიკულად დაიკითხა აღნიშნული პირი. (..) გამოყოფილ საქმეში, რა შედეგებიც გვექნება, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა სისწხლის სამართლებრივი დევნა, ამ ჩამოთვლილი, კონკრეტული, რომელიმე პირის მიმართ.

მერაბ მალანია არის არასრულწლოვანი გიორგი მალანიას მამა, შესაბამისად, თანამედროვე საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, რომ მერაბ მალანია, როგორც დამსწრე, როგორც წარმომადგენელი დასწრებოდა შვილის გამოკითხვას, შესაბამისად, ის ესწრებოდა გიორგი მალანიას გამოკითხვას და პირი, რომელიც ესწრება და საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით არის, მისთვის მოწმის სტატუსის მინიჭება და მისი გამოკითხვა არ ხდება." - თქვა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ TV პირველთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics