03:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 21:48:08, 852 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს

"მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, რომ შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე",

”პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და თანავუგრძნო მათ. რა თქმა უნდა ამ ტკივილს არაფერი შეავსებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ საზარელ ფაქტს მიეცეს როგორც შესაბამისი შეფასება, ასევე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. 

ჩვენ ევროკავშირის მონიტორნგის მისია თავიდანვე ჩავრთეთ ამ პროცესში, ასევე ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ფორმატი. ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, რომ შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე”, - განაცხადა ჯანელიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics