2025-04-13 11:56:21, 916 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების გაშვებული 55 დრონიდან 44 ჩამოაგდეს
რუსებმა უკრაინას წუხელ 55 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 43 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 12 დრონი დაიკარგა.
დრონები რუსეთის ქალაქებიდან - ორელიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა დრონები ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,