20:17 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 14:09:28, 839 ნახვა

გიგი უგულავა - დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს

დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, ან მეათე მოწვევის პარლამენტი ჩამოიშლება.

„სრულიად ცალსახაა ერთი რამ, დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას, ამიტომ, „ევრპული სქართველოს“ გადაწყვეტილებაა სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს, არც ერთი ჩვეთანაგი არ მიიღებს გადმოგდებულ მანდატებს, იმიტომ რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი: პირველი ეს არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის „ჯამახერიას“ და ის აუცილებლად მაინც არალეგიტიმურობის, აბსურდულობის გამო მაინც ძალიან მალე ჩამოიშლება. ამიტომ ჯობს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი არჩევანი გააკეთოს და წავიდეთ, ის რაც სჭირდება ქვეყანას, ცვლილებები, ამ არჩევნებზე ეს გამოჩნდა, საოგადოების გულის წადილი, რომ სჭირდებათ ცვლილებები, ან იქნება რიგგარეშე არჩევნები ან ეს „ჯამახერია“ მაინც ჩამოიშლება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე, მანდატებსა და მეორე ტურში მონაწილეობზე უარს აცხადებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics