11:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 13:51:03, 987 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა“,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთავარი საკითხი, რომელზეც მქონდა საუბარი ჩინეთის პრემიერთან, არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და შევთანხმდით, რომ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპულ ნაწილშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდება პროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics