2015-03-19 10:56:46, 1005 ნახვა
Lifestyle
სერგეენკო: დონეცკის ოლქიდან 30 ბავშვი ჩამოგვყავს, რომლებსაც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ
"უკრაინიდან, დონეცკის ოლქიდან, 30 ბავშვი ჩამოგვყავს, რომლებმაც საშინელება გაიარეს, ჩვენ მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ",-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მომავალშიც გააგრძელებს.
"30 ბავშვი ჩამოგვყავს დონეცკის ოლქიდან, რომლებმაც საშინელება გაიარეს, ჩვენ მათ ვუმასპინძლებთ, ჩავუტარებთ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან