20:50 - 14 Apr, 2026
|
2015-06-29 10:47:45, 538 ნახვა
სამართალი
ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გემმა შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა. სამართალდამრღვევის მიმართ გატარდა საჯარიმო სანქციები. კერძოდ, გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი. გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის 65000 ლარი და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)