20:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 10:53:19, 440 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი კამერუნის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, კამერუნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ანტიერო ვან დონალდ ედიბე მოკი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი იტალიის ინტერპოლის მიერ 09.05.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ანტიერო ვან დონალდ ედიბე მოკის ბრალად ედება იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 648-ე, 484-ე, 615-ე და 640 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც არაავტორიზებული წვდომის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების სისტემაში შეღწევას, დანაშაულებრივ შეთქმულებას და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

ამჟამად აღნიშნული პიროვნება დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics