00:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 19:08:07, 420 ნახვა

სამართალი
მთავრობამ იაპონურ მხარეს ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთ საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაში მონაწილეობა შესთავაზა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ იაპონურ მხარეს აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთ საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაში მონაწილეობა შესთავაზა.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს EBRD-ის  ღონისძიებების შეჯამებისას განუცხადა.
"ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა იყო. კონკრეტული შედეგები მოჰყვა ამ შეხვედრებს. მაგალითად,  ჯანდაცვის სფეროში EBRD-სა  და "ავერსს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ასევე, კერძო კომპანიებს შორის დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება. ასვეე, იაპონიის განვითარების სააგენტო მუშაობს აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე და ივნისში, ალბათ, გაიმართება დონორთა კონფერენცია.რიკოთის მონაკვეთი ყველაზე რთული მონაკვეთია, მისი აშენება დაახლოებით, 1 მილიარდზე მეტი დაჯდება. ჩვენ შევთავზეთ იაპონიის ფინანსთა მინისტრს დონორთა კონფერენციაში მონაწილეობა, რათა მალე დავიწყოთ გზის მონაკვეთის მშენებლობა",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics