13:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 15:17:57, 586 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ერთობლივ შეხვედრებს მართავენ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ნაგლაა ელ-ეჰვანის შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობები, თუმცა ბოლო პერიოდში ეგვიპტეში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული პროცესების შენელება გამოიწვია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო, სატრანსპორტო და აგრეთვე საპორტო სფეროში თანამშრომლობა,“ - განაცხადა ნაგლაა ელ-ეჰვანისმა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანთლებლო და ტურიზმის სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ეგვიპტე მნიშვნელოვან მეგობარ სახელმწიფოს წარმოადგენს და მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობისთვის დიდი პოტენციალი არსებობს.

„ქართველი ბიზნესმენებისთვის ეგვიპტე, ხოლო ეგვიპტელი ბიზნესმენებისთვის საქართველო საინტერესო საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნებია.  ჩვენ განვიხილეთ  ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები, რომელმაც  ხელი უნდა შეუწყოს სწორედ ამ ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას და ინვესტიციების ორმხრივ წახალისებას და დაცვას, “ - აღნიშნა  ნოდარ ხადურმა.

ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან შეხვედრას ქართული მხრიდან აგრეთვე ესრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics