00:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 11:08:18, 551 ნახვა

სამართალი
შსს-მ კანონიერი ქურდი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი თემურ გ. სოფელ რუხში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გ. საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდან შემოვიდა.

„დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ნარკოლოგიური შემოწმებით მას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. თემურ გ. კანონიერ ქურდობას აღიარებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics