2015-05-13 11:02:43, 953 ნახვა
მსოფლიო
ჩავუშოღლუ: მეზობლების მიმართ რუსეთის პოლიტიკას გამართლება არ აქვს
საქართველო, ყირიმი და უკრაინა ერთი ჯაჭვის რგოლებია.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მეზობლების მიმართ რუსეთის პოლიტიკას გამართლება არ აქვს.
„მეზობლების მიმართ რუსეთის პოლიტიკას გამართლება არ აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, თურქეთი კონფლიქტების გადაწყვეტის მხოლოდ მშვიდობიან გზას ემხრობა“, – განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ანტალია ნატო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. მინისტერიალზე ძირითადი განსახილველი თემა ალიანსის რუსეთთან ურთიერთობა იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან