00:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 18:43:07, 421 ნახვა

სამართალი
ვაკის პარკში დაკავებული პირები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში დაკავებული პირების ნაწილი უკვე გადაიყვანეს.
მათ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს და გადაწყვეტს, მოხდება თუ არა მათი დაჯარიმება. დაკავებულთა ნაწილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და შესაბამისი ოქმისთვის ხელი არ მოუწერია.
ხუთივე პირს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იცავს. მისი თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ნაწილი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ნაწილს კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდება. ადვოკატის თქმით, მოწმეებით დასტურდება, რომ არც ერთ მის დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ვაკის პარკში დღის პირველ ნახევარში 5 პირი დაკაავეს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია. როგორც თავად დაკავებულები აცხადებენ, მათი აყვანა იმის გამო მოხდა, რომ ვაკის პარკში ე.წ. გეორგიევსკის ლენტით მისულ ადამიანებს ლენტები ჩამოხსნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics