04:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 16:16:33, 595 ნახვა

რეგიონი
14-15 ივნისს კახეთის შვიდ რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14-15 ივნისს კახეთის რეგიონში 1095 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

„დელტას“ ინფორმაციით, ფრონტალურმა ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დაიწყო, მას დაემატა ადგილზე წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლის კერებიც და თითქმის მთლიანად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონები.

„კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო.

14 ივნისის 19:19 საათიდან 15 ივნისის დილის 09:01 საათამდე ღრუბლების დამუშავება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.

სარაკეტო ზემოქმედების შედეგად შვიდივე რაიონში არსებული ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics