11:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 21:07:49, 701 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში შეიარაღებული ძალების სამმხრივი საველე სწავლება მიმდინარეობს

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ მიმდინარეობს.

სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

სცენარის მიხედვით ქვედანაყოფებმა პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მაღალი ღირებულების სამიზნეები გააუნებელყვეს. 

სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწიათ.

სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები იღებენ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. აღნიშნულ სწავლებას მანამდე ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics