03:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 13:17:13, 597 ნახვა

რეგიონი
მცხეთაში DCFTA–ს ფარგლებში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,  სოფლის მეურნეობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროებისა  და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის წარმომადგენლების ორგანიზებით, მცხეთაში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა შედგა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს, ევროპასთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების (DCFTA) განხორციელების ფორმატში, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგი წარმოადგენდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა. 

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრებეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტებზე, პოზიტიური გამოცდილებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე, DCFTA-ს ფარგლებში სანიტარული და ფიტოსანიტარულ (SPS) მოთხოვნებზე და სხვა. გენადი არველაძის განცხადებით, ამ საკითხების გათვალისწინება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და ევროკავშირის ბაზარზე მისი ექსპორტირების პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. ამასთან,  ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციას, ინვესტიციების ზრდას და ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორის შეკითხვებს უპასუხეს.

რეგიონალური სამუშაო შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ რეგიონს მოიცავს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics