12:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:02:57, 325 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობაში უსახლკაროთა პრობლემები განიხილეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დღეს უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ხელშეწყობის კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის განყოფილებამ საკონკურსოდ შესარჩევი ესკიზები წარადგინა და კომისიის წევრებს საკონკურსოდ გასატანი პროექტები გააცნო. კომისიამ დღევანდელ შეკრებაზე შეიმუშავა დებულება და პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების შესარჩევი სარეიტინგო ქულების დასადგენი კითხვარების ფორმა. ამ ეტაპზე კომისია ორი სხვადასხვა სახის საცხოვრებელი სახლის პროექტზე მუშაობს, რომლის მშნებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. 

კომისია შეხვედრას კვირის ბოლოს განაახლებს, სადაც კიდევ ერთხელ შეისწავლის მოწყვლადი ჯგუფებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics