21:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 11:54:13, 608 ნახვა

რეგიონი
დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურში სახლი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია 5 სულიანი ოჯახის 3 წევრი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა.  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც.

ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს   21 წლის ლადო გორგაძის სამაშველო ოპერაცია, რომელიც ბეტონის მასის ქვეშაა მოყოლილი. 

ადგილზე იმყოფება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები და აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება ნგრევის მიზეზების გამოსაკვლევად.

ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ : „მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო სახლების ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამ ორი დღის განმავლობაში, რის გამოც უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა.    მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები."

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics