10:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 17:24:36, 333 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის თამარ ტრაპაიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უკვე პირადად ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და თამარ ტრაპაიძის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა. 

საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება მოხდება.
ცნობისთვის, თამარ ტალიაშვილი იტალიაში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. 

იტალიური მედიის ilgiornalediputignano.it ინფორმაციით, გოგონამ ოჯახში, სადაც ის მუშაობდა, საკუთრი საძინებელი ოთახი შეღება და მოიწამლა. 

როგორც ადგილობრივი სამართალდამცავები ამბობენ, გოგონას გარდაცვალების მიზეზი პირველადი დათვალიერებით საღებავი ნივთიერებით მოწამვლა გახდა. ოჯახის ცნობით, სადაც გოგონა მუშაობდა, მას ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ღებინებები და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics