17:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 12:50:08, 427 ნახვა

სამართალი
ემზარ კვიციანის ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის განცხადებით, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა. 

როგორც კვიციანმა აღნიშნა,  ხარძიანს მკვლელობამდე ერთი საათით ადრე შეხვდა, სადაც მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაზე ისაუბრეს.ბესიკ ხარძიანი კვიციანთან ერთად "პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანებას აპირებდა.

,,იმ დღეს ერთად ვიყავით, მკვლელობიდან დაახლოებით, ერთი საათის წინ შევხვდით ერთმანეთს. პირველი საათი ხდებოდა, როცა სასტუმრო ,,საქართველოში“ მივედი, ვისაუბრეთ, შემდეგ  მე წავედი, ხოლო ბესო იქ დარჩა.  ბესოს სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაუდეს და ეს კარგად არ ენიშნა. ჩვენ პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა გაგვეძლიერებინა. ერთად გადავწვიტეთ, რომ "პატრიოტთა ალიანსში"  ვყოფილიყავით და ერთად გვებრძოლა“,-განაცხადა კვიციანმა.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ  დაჭრეს. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics