2015-03-28 10:56:14, 496 ნახვა
სამართალი
სიღნაღში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო
სიღნაღის რაიონ სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები და მეზობლები ჰყვებიან, მოზარდი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სათავსოში თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდის სუიციდის ერთ-ერთ მიზეზად თანაკლასელებთან კონფლიქტი სახელდება.
ადგილობრივი მცხოვრებელების თქმით, მოზარდს კლასელებმა უთხრეს, რომ თითქოს ის ნაშვილები იყო.
შინანგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინცინდენტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან