04:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 10:35:09, 798 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ესტუმრა

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სათნოების სახლში მცხოვრები ბენეფიციარები ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან ერთად მოინახულეს.

სავანეში 122 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ხანდაზმულია. ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან ერთად ყოველ მათგანს საჩუქრად საახალწლო ტკბილეული და თბილი ტანსაცმელი გადასცა და ახალი წელი მიულოცა.

"მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი აქ მცხოვრებ ყველა ადამიანს. ვუსურვებ მათ პირველ რიგში ჯანმრთელობას, სიკეთეს და მშვიდობას “,-განაცხადა პატარაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics