00:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 13:33:59, 1122 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახალწლო ნობათი და ფულადი თანხა გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად, დღეს, ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ შაინიძეების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედა-შვილის შადიე მოფინაძისა და ამირან შაინიძის ოჯახს, საახალწლო ნობათის სახით სურსათი და ტკბილეული გადასცეს.

საახალწლოდ მოფინაძეების ოჯახმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი დახმარების სახით საჩუქრად 500 ლარიც მიიღო.

წინასაახალწლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწია, რომელთაგან 3 ოჯახში შ.შ.მ პირები ცხოვრობენ.

2017 წლის 7 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით შობა – ახალ წელს დახმარება ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე სოციალურად დაუცველ 13 ოჯახს 300 ლარი ჩაერიცხებათ. აღნიშნულმა კატეგორიამ ანალოგიური დახმარება 2016 წელსაც მიიღო.

 მიმდინარე დღეებში მსგავსი საახალწლო აქციები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics