12:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 14:11:33, 1469 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: პრემიერის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ახალ წელს მოქმედი პრემიერ-მინისტრის მეკვლეობა ძალიან გაუხარდებოდა, თუმცა უარს არც ყოფილ პრემიერზე იტყოდა:

„პოლიტიკოსებს თუ ვისურვებდი მეკვლედ, ნამდვილად ვისურვებდი იმიტომ, რომ ჩემი რამდენიმე ძვირფასი მეგობარი არის პოლიტიკაში და პრემიერის მეკვლეობაც ძალიან გამიხარდებოდა. ყოფილზეც არ ვიტყოდი უარს, რა თქმა უნდა. მოქმედი პრემიერის, ვიცეპრემიერის, ან ნებისმიერი კოლეგის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა. ასევე განსაკუთრებული სიმპათიებით ვარ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მიმართ განმსჭვალული. ძალიან გამიხარდებოდა მისი სტუმრობაც. რაც შეეხება ზღაპრის გმირებს, მართალი გითხრათ, მკითხეს თქვენი საყვარელი ზღაპრის გმირი რომელიაო და ცოტა ვიწვალე. ასეთი პასუხი მოვიფიქრე, ბევრს რომ შრომობს და აღწევს ცხოვრებაში, აი, ის გმირი მინდა, რომ მოვიდესთქო. ჯერ ვერ გავიხსენე და გეტყვით რომ გავიხსენებ აუცილებლად“, - განმარტა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics