12:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 17:22:57, 1496 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას ვაგრძელებთ

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ურთიერთობაზე და რუსეთთან ჟენევის მოლაპარაკებების  დასტაბილურებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ასევე, მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის  ფართო განხილვის  საგნად გადაქცევის თაობაზე ისაუბრა.

ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში აისახა „კონფლიქტი საქართველოში“, რაც არის პირველი დოკუმენტი, რომელიც ასამბლეამ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის  თემაზე მიიღო. მისივე განცხადებით, 4 წლიანი წყვეტის შემდეგ, აღდგა გალის ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველად მიიღო საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია. ჯანელიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებს:

„თქვენ იცით, რომ გრძელდება აბაშიძე-კარასინის შეხვედრები, სადაც სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების ნაწილში პროგრესია მიღწეული. ჩვენი მიზანია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, იყოს შესაძლებლობა, განვახორციელოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics