08:49 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 12:31:03, 986 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვის მინისტრ გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან გამართავს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics