|
2015-03-24 16:11:31, 604 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად რეგიონში მიმდინარე რთული პროცესებისა, საქართველო მდგრადი მაკროეკონომიკური და გააზრებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს. როგორც მან „ქორთიარდ მერიოტში“ დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია, ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფა, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის წახალისება. „ჩვენ ველით, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვნად წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ხოლო ქართულ ბიზნესს ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს მისცემს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)