01:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 18:05:59, 1020 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ვერ გადავდგით ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი იყო

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავდგით ის აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, სახელმწიფოს ფუნდამენტის გამყარებისკენ, რაც დაგეგმილი იყო 2012 წელს და 2012 წლის შემდგომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ  ვერ მიიღო მარავლპარტიული და უფრო ეფე         ქტური პარლამენტი, მაგრამ მიიღო პარლამენტი,  რომელსაც აქვს საშუალება,  ძალიან პროდუქტიული და ეფექტური იყოს:

„მაგრამ სამწუხაროდ აქვს ხიფათიც, რომ იყოს მეტი შეცდომის დამშვები იმ კომპოზიიციდან გამომდინარე, რაც პარლამენტში შეიქმნა.

მე ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობა და მასთან ერთად მოღვაწეობა 4-5 წლის განმავლობაში გადამაწყვეტინა მისმა შეხედულებებმა კონკრეტულად ამ თემაზე. მისი ლოზუნგი იყო -დავასრულოთ ერთპარტიულობა,  უნდა დავამყაროთ მრავალპარტიულობა. მან პოირველი ნაბიჯები სწორედ აქეთ გადადგა. ვიარეთ  წრეზე და მოვედით ისევ იქ. თურმე ერთპარტიულობის შეცვლა ვიღაცებისთვის ნიშნავდა ცუდი ერთპარტიულობის შეცვლას კარგი ერთპარტიულობით“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან  სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics