00:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 16:28:28, 485 ნახვა

საზოგადოება
ერგეტაში, ცვანესა და ორულუში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ პროექტები განხორციელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრები სოფელ ერგეტაში, ცვანეში და ორულუში გამართეს.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სოფელ ერგეტას მიმდინარე წელს 24 630 ლარი გამოეყო.   ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დღევანდელ კრებაზე სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და  რამდენიმე მათგანს პრიორიტეტი მიანიჭეს. 
მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფელ ერგეტაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდება, მოიხრეშება შიდა გზები, გაიწმინდება სანიაღვრე არხები და მოსახლეობის თხოვნით, სოფლის შესასვლელში საზოგადოებრივი მოსაცდელი მოეწყობა.

სოფელი ცვანე მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 13 957 ლარს მიიღებს. 
2015  წელს განსახორციელებელ პროექტებად მოსახლეობამ, სანიაღვრე არხების მოწყობა, ცენტრის კეთილმოწყობა, გარეგანათების დამონტაჟება და შიდა გზების რეაბილიტაცია დაასახელა.
 
ამავე პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ორულუ მიმიდნარე წელს განსახორციელებელ პროექტებისთვის 46 328 ლარს მიიღებს.
 
აღნიშნული თანხით მიმდინარე წელს სოფელში გარე განათება დამონტაჟდება, მოხდება სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრი და მოიხრეშება შიდა გზები. 
მუნიციპალიტეტის გამგეობა ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს სოფლის კრებებს და მოსახლეობასთან ერთად განიხილავს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics