2015-03-19 19:53:43, 615 ნახვა
სამართალი
ბოდბისხევში მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მამაკაცმა 28 წლის ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა პირმა ცეცხსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით მოკლა ქალი, შემდეგ კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
„ამასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან