2015-03-16 11:23:25, 516 ნახვა
სამართალი
აქციზური მარკის გარეშე სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გივი ზანგურაშვილმა თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასამელი არაყი „ბელუგა“ და სიგარეტი „პარლამენტი“.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან