02:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:01:51, 836 ნახვა

კომენტარი
ცისკარიშვილი ფარულ ჩანაწერზე: ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება

„ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის  შეჯამება“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი  ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

ცისკარიშვილის განცხადებით, არანაირი რევოლუციური სცენარი არ განიხილება.

„ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც  საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრებს და დაამონტაჟეს. საერთოდ კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში, მერე მიაბეს მიშას სხვადასხვა ადამიანებთან ჩაწერილი ლაპარაკი, ეს შეკრეს. ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება. ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის არაფერში. რა რევოლუციურ სცენარზე მესაუბრებით.  განიხილება არჩევნებში გამარჯვება. ეს არის ერთადერთი სცენარი,  რომელიც განიხილება და ამის შედეგებს ვნახავთ 8 ოქტომბერს“,-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics