11:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 13:53:46, 357 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ბულგარეთის პრობაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა და ბულგარეთის სასჯელთა აღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა როსენ ჟელიაზკოვმა ორი ქვეყნის პრობაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი დაესწრო.

 „ჩვენი პრობაციის სააგენტო ლიდერია რეგიონში.  გვაქვს შემოთავაზებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომ მათაც გავუზიაროთ გამოცდილება და სისტემის გამართვაში დავეხმაროთ, თუმცა  ეს არაა საკმარისი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე და ასეთი სახის თანამშრომლობაა სწორედ პროგრესის საწინდარი“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, როგორც აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციართა ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე მათი რესოციალიზაციის პროგრამების განვითარების კუთხით. მხარეების მიერ პრიორიტეტულ საკითხად არის მიჩნეული სემინარების, სასწავლო ვიზიტების, სტაჟირების ერთობლივი ორგანიზება.

 მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბულგარეთის დელეგაციამ დაათვალიერა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სასჯელაღსრულების N 11 დაწესებულება,  გაეცნო საქართველოს პრობაციის სისტემის სპეციფიკას და ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის 20 თებერვალს, ანალოგიური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მოლდოვას რესპუბლიკის პრობაციის სამსახურთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics