11:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 18:34:01, 516 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საკითხზე გაამახვილეს.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა. საუბარი  რეგიონში არსებული ვითარებასაც შეეხო.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics