02:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:22:15, 683 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა

გორის რაიონის სოფელ სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე დაკრძალეს.

სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვას დაესწრნენ და ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ. დაკრძალვამდე ორიოდე დღით ადრე დაღუპულ ჯარისკაცს გამოემშვიდობა გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც.

სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა. დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაფარა.

დავით ლომიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. იმავე წლის აგვისტოში ის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ISAF-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ყანდაღარის პროვინციაშიც იმყოფებოდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics