16:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 19:04:00, 1209 ნახვა

სხვადასხვა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთობლივი თანამშრომლობითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. 

სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, განხორციელდა სხვადასხვა ჯგუფური და ინდივიდუალური, შემეცნებით-გასართობი აქტივობები, მოეწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება. 
დისკუსია ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას დაეთმო; იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროგრამებეზეც, რომლებსაც სახელმწიფო ახალგაზრდებს უკეთესი განათლებისა და კარიერული წინსვლისთვის სთავაზობს.

 ასევე, ახალგაზრდობის  საერთაშორისო დღესა და მისი მნიშვნელობაზე, მონაწილეებს ესაუბრა ლაშა შაყულაშვილი, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში (2014-2015 წლებში).

ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics