00:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 22:50:09, 342 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ირაკლი გედენიძეზე თავდასხმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ვარდების მოედანზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორს, ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო9-ის” მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს ირაკლი გედენიძეს ორი ადამიანი უსწორდება ფიზიკურად. “ინტერპრესნიუსი” ცნობით, ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აშუქებდა აქციას, სახელწოდებით “შემოულაწუნე”, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ჟურნალისტის მიმართ მსგავს ქმედებას და კიდევ ერთხელ შეახსენებს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაუშვებელია არა თუ ფიზიკური ან სიტყვიერი ანგარიშსწორება, არამედ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაც კი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმის ფაქტი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება. საბჭო აგრეთვე მიმართავს სამართალდამცველებსა და დემონსტრაციების ორგანიზატორებს, მაქსიმალურად დაიცვან და უზრუნველყონ მსგავს საპროტესტო აქციებზე მედიის წარმომადგენლების თავისუფალი გადაადგილება და მუშაობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics